
როგორც მოგეხსენებათ, ბოლო დღეებში გავრცელებული ცნობების თანახმად, ხვიჩა კვარაცხელია “ნაპოლისთან” ერთ ნაბიჯშია.
ქართველი ტალანტის სავარაუდო ტრანსფერთან დაკავშირებით ინფორმაციას ფაბრიციო რომანოც ავრცელებს, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე სანდო ჟურნალისტია.
რა თქმა უნდა, საინტერესოა, როგორი იქნება ხვიჩას ანაზღაურება ნეაპოლურ გუნდში, იტალიური გამოცემა Corriere dello Sport ამის შესახებ წერს.
გამოცემის ინფორმაციით, “ნაპოლიში” ქართველი გარემარბის წლიური ხელფასი დაახლოებით 1.5 მილიონი ევრო იქნება.
დიდი ალბათობით, იტალიური გრანდი კვარაცხელიას ტრანსფერს 10 მილიონ ევროდ გაჩარხავს.