სექტემბერი 30, 2022

იტალიური corriere dello sport-ი ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერის შესახებ ახალ და კიდევ უფრო საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს:

 

“ნაპოლი” ჩემპიონობისთვის ბრძოლას აგრძელებს, პარალელურად კი, გუნდის გაძლიერებისთვის ნაბიჯებს დგამს. პირველ რიგში, ეს ხვიჩა კვარაცხელიას ეხება, რომელიც ლორენცო ინსინიეს შემცვლელად მოიაზრება. ჩვენი ინფორმაციით, ის ნეაპოლელთა ფეხბურთელად შეგვიძლია ჩავთვალოთ, რადგანაც უკვე სამედიცინო შემოწმებაც გაიარა. ეს საიდუმლო ვითარებაში, გარეშე თვალისთვის დაფარულად მოხდა. კლუბი ამ ტრანსფერზე დიდი მონდომებით მუშაობდა და შესაბამისი შედეგიც მიიღო: კვარაცხელიასთან 5-წლიანი კონტრაქტი გაფორმდება და ის სეზონში დაახლოებით 1.5 მილიონ ევროს მიიღებს. ამის შესახებ ისინი

1-ელ ივლისს, ანუ სატრანსფერო ფანჯრის გახსნის დღეს გამოაცხადებენ.”

 

დღესვე იტალიელმა ჟურნალისტმა ფაბრიციო რომანომ დაწერა, რომ ნეაპოლური კლუბი მატიას ოლივეირასაც შეიძენს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.