
საბა კვირკველია “გაგრაში” ითამაშებს და ეს მალე ოფიციალურადაც დადასტურდება. კლუბის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე დაიდო ფოტოსილუეტი, რომელიც კვირკველიას ეკუთვნის და ცნობილია, რომელიც თამაშიდანაც.
საქართველოს ნაკრების 30 წლის ცენტრალური მცველი ხარკოვის “მეტალისტი 1925-დან” წამოსვლის შემდეგ სწორედ “გაგრაში” ვარჯიშობდა. ეროვნული გუნდის კიდევ ერთი ფეხბურთელი საქართველოს ჩემპიონატში – ეს უდავოდ მოვლენაა.
ველოდებით ოფიციალურ დადასტურებას…