
გერმანიის მე-2 ბუნდესლიგის 28-ე ტურში “ჰამბურგმა” “პადერბრნორს” უმასპინძლა და 1:2 დამარცხდა.
ამ მატჩში ჩვენთვის ძალიან სასიამოვნო ამბავი მოხდა. მასპინძელთა მხრიდან ერთადერთი გოლის ავტორი ქართველი გიორგი ჩაკვეტაძე გახდა. ის 86-ე წუთზე გამოჩნდა მოედანზე და მსაჯის მიერე დამატებულ მე-3 წუთზე აიღო მეტოქის კარი.
გიორგიმ საჯარიმოს გარედან დაარტყა, მას მეტოქე გუნდის მეკარის შეცდომაც მიეხმარა და შედეგად, მან მე-2 ბუნდესლიგაზე პირველი ბურთიც შეაგდო.
ეს ქართველისთვის 2021 წლის 27 ოქტომბრის შემდეგ პირველი საკლუბო გოლი გახლდათ. “ჰამბურგმა” კი ბუნდესლიგაში გადასვლის შანსი თითქმის დაკარგა და ლიდერთა სამეულს
უკვე ცხრა ქულით ჩამორჩა.