დეკემბერი 7, 2023

ბუნდესლიგის 28-ე ტურში მიუნხენის “ბაიერნი” “ფრაიბურგს” ესტუმრა და ანგარიშით 1:4 დაამარცხა.

 

მატჩის მიმდინარეობის დროს უჩვეულო შემთხვევა დაფიქსირდა. “რეკორდმაისტერი” გარკვეული დროის განმავლობაში 12 ფეხბურთელით იყო მინდორზე.

 

კერძოდ, 85-ე წუთზე იულიენ ნაგელსმანმა ორმაგი ცვლილება განახორციელა, თუმცა “ბაიერნის” მხრიდან ორის ნაცვლად მინდვრიდან მხოლოდ 1 ფეხბურთელი გავიდა.

 

მსაჯმა თავდაპირველად ეს მომენტი ვერ შენიშნა და დაახლოებით 20 წამის განმავლობაში გუნდებმა 12 11-ის წინააღმდეგ განაგრძეს თამაში.

თუმცა, ეს არ გამოპარვია მასპინძელთა მთავარ მწვრთნელს, კრისტიან შტრაიხს, რომელიც ეპიზოდით ძალიან აღშფოთდა.

 

როგორც მატჩის შემდგომ ნაგელსმანმა აღნიშნა, კინგსლი კომანმა მინდორი გაურკვევლობის გამო არ დატოვა. კერძოდ, ელექტრონულ დაფაზე ცვლილების დროს მისი მაისურის ნომრის (11) ნაცვლად ძველი ნომერი (29) აჩვენეს.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *