
საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი გიორგი წიტაიშვილი კარიერას სავარაუდოდ პოლონეთში გააგრძელებს.
ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ წიტაიშვილი მოლაპარაკებებს რამდენიმე პოლონურ კლუბთან მართავს და დიდი შანსია, ზაფხულამდე ექსტრაკლასაში ითამაშოს.
წიტაიშვილმა ფიფას უფლებით ისარგებლა, კონტრაქტი შეაჩერა და უკრაინული ჩერნომორეციდან საქართველოში დაბრუნდა.
ქართველი ნახევარმცველი თბილისის დინამოში ვარჯიშობდა და ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მოლაპარაკებებს უნგრულ ფერენცვაროშთანაც აწარმოებდა.
თავის მხრივ, დინამომ წიტაიშვილის დამატება სცადა, მაგრამ საქართველოს ნაკრების წევრს კარიერის უცხოეთში გაგრძელება სურს.