
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა ელიტრაუნდში გამოსვლა ღირსეულად დაასრულა – გიზო მამაგეიშვილის ერთადერთი გოლით მასპინძელი ხორვატია დაამარცხა.
ვასილ მაისურაძის გაწვრთნილმა გუნდმა რუმინელ თანატოლებთან საწყის შეხვედრაში მწარე მარცხი (1:5) იწვნია. ამას ისრაელთან (1:1) ფრე მოჰყვა. ის ერთადერთი ადგილი, რომელიც ევროპის ჩემპიონატის საგზურს იძლეოდა, რუმინეთმა მოიპოვა.