• იანვარი 21, 2022 11:36 am

“სწორედ ამიტომ გაათავისუფლეს ზურაბი…” – ზვიადაურის ადვოკატი

სოფელ წინანდლის ტყეში მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებული ოლიმპიური ჩემპიონის, ზურაბ ზვიადაურის ადვოკატის, მაგდა კოტრიკაძის განცხადებით, მოპოვებული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ ზურაბ ზვიადაური აუცილებელი მოგერიების ფარგლებში მოქმედებდა, რაც ქვეყნის კანონმდებლობით, დანაშაული არ არის.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ბრალდების მხარემ ვერ დაასაბუთა მოწმეებზე ზემოქმედების და მიმალვის საფრთხე.

აღკვეთის ღონისძიება გირაოთი შეიცვალა და მან დღეს სასამართლო დარბაზი დატოვა. ბრალდების მხარემ ვერ დაასაბუთა მოწმეებზე ზემოქმედების და მიმალვის საფრთხე. შესაბამისად, სასამართლომ საჭიროდ მიიჩნია ყველა საფრთხე ამოწურულიყო, რაზეც ბრალდების მხარე აპელირებდა. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით, მათ შორის დაცვის მხარის მიერ მოპოვებული მტკიცებულებებით, ზურაბ ზვიადაური აუცილებელი მოგერიების ფარგლებში მოქმედებდა, რაც ჩვენი კანონმდებლობით, დანაშაული არ არის. შესაბამისად, ბრალდების მხარეს დასაბუთება გაუჭირდა’, – განაცხადა ადვოკატმა.

მისი თქმით, დაცვის მხარის მიერ მოპოვებულ მტკიცებულებებს ამყარებდა მოწმეთა ჩვენებები და ექსპერტიზის დასკვნები.

ცნობისთვის, თელავის რაიონულმა სასამართლომ 16 აგვისტოს, წინანდლის ტყეში მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებული ძიუდოისტი ზურაბ ზვიადაური და კიდევ ერთი ბრალდებული ჯაბა ჯანგირაშვილი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

მომზადებულია interpressnews.ge-ზე დაყრდნობით.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.