• იანვარი 25, 2022 5:56 pm

ჩაკვეტაძე უზბეკეთთან მატჩს ტრავმის გამო გამოტოვებს

საქართველოს ეროვნული ნაკრები წლის ბოლო შეხვედრას უზბეკეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.

 

დღეს საწვრთნელი პროცესი ს.კ. ზესტაფონის თბილისის ზღვის ბაზაზე წარიმართა. ეროვნული გუნდი მატჩისთვის 22 ფეხბურთელის შემადგენლობით ემზადება. ტრავმის გამო უზბეკეთთან მატჩს გიორგი ჩაკვეტაძე გამოტოვებს. გენტის ქართველ ლეგიონერს დღეს გუნდთან ერთად არ უვარჯიშია.

 

საქართველოს ნაკრები უზბეკეთს გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე დაუპირისპირდება. მატჩი 18:00 საათზე დაიწყება და შეხვედრის რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.