• იანვარი 25, 2022 6:04 pm

VIDEO: ლიანა ჯოჯუამ წონა ვერ ჩააბარა, თუმცა ბრძოლა მაინც შედგება

13 ნოემბერს, UFC Vegas 42-ზე ლიანა ჯოჯუა ამერიკელ კორტნი კეისის დაუპირისპირდება. ბრძოლამდე ერთი დღით ადრე სპორტსმენები აწონვებზე გამოცხადნენ.

 

სამწუხაროდ, ლიანა ჯოჯუამ წონა ვერ ჩააბარა, მან ზღვარს 1.1 კილოგრამით გადაამეტა. ეს იმას ნიშნავს, რომ ქართველი მებრძოლის კუთვნილი თანხის 30 პროცენტი კეისის გადაერიცხება და რაც მთავარია, ბრძოლა მაინც შედგება.

 

შეგახსენებთ, რომ ეს ღონისძიება თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.