• იანვარი 21, 2022 10:40 am

ზვიადაურს ოპერაცია ჩაუტარდა და სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში რჩება ­

სოფელ წინანდლის ტყეში მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებულ ოლიმპიურ ჩემპიონს, ზურაბ ზვიადაურს ჯანმრთელობის მწვავე მდგომარეობა დაუდგინდა და ხერხემალზე ოპერაცია ესაჭიროებოდა.

 

ბოლო ინფორმაციით, ზვიდაურს ოპერაცია უკვე ჩაუტარდა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილიურია.

 

ოლიმპიური ჩემპიონი კვლავ სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში იმყოფება და შესაბამის რეაბილიტაციის კურს გადის.

 

 

 

მიმდინარე წლის 16 აგვისტოს, წინანდალში, 3 ადამიანი მოკლეს, მათ შორის ერთი ოლიმპიური ჩემპიონის ზურაბ ზვიადაურის ძმა, ზვიად ზვიადაური. შსს-მ ორი პირი დააკავა. ზურაბ ზვიადაური ერთი ადამიანის განზრახ მკვლელობის ბრალდებითაა დაკავებული, ხოლო ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვის ბრალდებით, რასაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა, 1977 წელს დაბადებული ჯ.ჯ. დააკავეს.

 

შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ზურაბ ზვიადაურმა იმ მამაკაცს ესროლა, რომელმაც გასროლა მისი ძმის და რამდენიმე პირის მიმართულებით განახორციელა.

 

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ზვი­ა­და­ურს 8-15 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა ემუქ­რე­ბა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.