მარტი 28, 2024

საქართველოს ნაკრებისა და ბელგიური “სერენის” თავდამსხმელი, გიორგი მიქაუტაძე დიდი კლუბების ინტერესთა სფეროში მოხვდა.

 

შვეიცარიული მედიის ცნობით, გიორგი მიქაუტაძე რამდენიმე კლუბისათვის საინტერესო ფეხბურთელია, ერთ-ერთი კი “ბაზელი” გახლავთ.

 

“გიორგი მიქაუტაძის მშვენიერი დრიბლინგი და გოლის ალღო აქვს. მისი პროგრესიც ნათლად ჩანს, “ბაზელი” მას ბრაზილიელი, კაბრალის შემცვლელად განიხილავს.” – ასე აფასებს შევიაცარიული გვერდი ქართველს.

 

შეგახსენებთ, რომ გიორგიმ ლიგა 1-ში, “მეცში” დაიწყო სეზონი, თუმცა ფრანგულმა გუნდმა ის მალევე გაანათხოვრა კვლავ “სერენში”, იქ კი ქართველს მშვენიერი სეზონი აქვს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *