• იანვარი 27, 2022 1:52 pm

სკანდალი: ქართველი პარაძიუდოისტი ტოკიოს სასტუმროს მცველს ფიზიკურად გაუსწორდა

ტოკიოს პოლიციაში საქართველოს პარალიმპიური გუნდის წევრზე საქმე აღიძრა. იაპონური მედიის ინფორმაციით, ერთ-ერთი ქართველი პარაძიუდოისტი, რომელიც იაპონიაში პარალიმპიურ თამაშებზე გამოსასვლელად ჩავიდა, სასტუმროს დაცვის თანამშრომელს ფიზიკურად გაუსწორდა.

 

იაპონური წყაროები დაკავებულ ქართველი სპორტსმენის ვინაობას არ ასახელებენ. ცნობილია, რომ სასტუმროს დაცვის თანამშრომელს სერიოზული დაზიანებები აქვს.

 

როგორც ირკვევა, საქართველოს პარალიმპიური ნაკრების ერთ-ერთი წევრს კორონავირუსის ტესტზე დადებითი პასუხი აღმოაჩნდა და ამის გამო ქართველი პარაძიუდოსტები ჰანედას აეროპორტის სიახლოვეს მდებარე სასტუმროში, კარანტინტში მოათავსეს. შემთხვევა სწორედ იქ, 12 აგვისტოს, დილით მოხდა. ქართველ პარასპორტსმენებს სასტუმროს დაცვის თანამშრომელმა შენიშნვა ხმაურის გამო მისცა, რასაც კონფლიქტი მოჰყვა.

 

ქართველმა ძიუდოისტმა, რომელმაც 60 წლამდე ასაკის მამაკაცს დაზიანებები მიაყენა (წერენ, რომ დაცემისგან ნეკნი აქვს გატეხელი), პოლიციასთან დაკითხვისას აღიარა, რომ ის და მისი თანაგუნდელები ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იყვნენ. სავარაუდოდ, პარასპორტსმენს სამშობლოში დააბრუნებენ.

17 thoughts on “სკანდალი: ქართველი პარაძიუდოისტი ტოკიოს სასტუმროს მცველს ფიზიკურად გაუსწორდა”
  1. First of all I want to say excellent blog! I had a
    quick question which I’d like to ask if you do not mind.
    I was curious to find out how you center yourself and clear your head before writing.
    I have had a hard time clearing my mind in getting my thoughts out there.
    I do enjoy writing but it just seems like the first 10 to 15 minutes
    are generally wasted simply just trying to figure out how to
    begin. Any suggestions or hints? Thank you!

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.