• იანვარი 28, 2022 10:59 pm

სამეგრელოში პოლიციელების ცემის ბრალდებით სპორტსმენები დააკავეს

სამეგრელოში პოლიციელების ცემის ბრალდებით 4 ადამიანი დააკავეს, რომელთაგან, გავრცელებული ინფორმაციით, 2 სპორტსმენია.

 

როგორც On.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, 2 მათგანი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით არიან დაკავებული, რაც ითვალისწინებს წინააღმდეგობას, მუქარას ან ძალადობას საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ, 2 მათგანი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით არიან დაკავებული.

One thought on “სამეგრელოში პოლიციელების ცემის ბრალდებით სპორტსმენები დააკავეს”

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.