• იანვარი 28, 2022 11:03 pm

,,ჩვენი მიზანია ახალგაზრდებში ფეხბურთის პოპულარიზაცია” – ინტერვიუ კიბერ ფეხბურთის ფედერაციასთან

Marca.ge დაუკავშირდა საქართველოს კიბერ ფეხბურთის ფედერაციას. მათ რამდენიმე კითხვა დავუსვით და საკმაოდ საინტერესო, სრულყოფილი პასუხები მივიღეთ.

– რამდენი წელია რაც საქართველოში კიბერ ფეხბურთის ფედერაცია ჩამოყალიბდა?

– საქართველოს კიბერ ფეხბურთის ფედერაცია დაარსდა 2017 წელს. მისი საქმიანობის სფერო არის ლიგების და ჩემპიონატების ორგანიზება ელექტრონულ ფეხბურთში. ფედერაციის მიზანია ახალგაზრდებში ფეხბურთის პოპულარიზაცია, ასევე მოყვარული პერსპექტიული მოთამაშეების აღმოჩენა და მათთვის გზის გაკვალვა პროფესიონალურ კიბერ ფეხბურთში.

– რა ტურნირები ჩაატარეთ კიბერ ფეხბურთში 2017 წლიდან დღემდე მოყოლებული ?

-საქართველოს კიბერ ფეხბურთის ფედერაციის მიერ განხორციელებული პროექტები:

1. “თბილისის თასი 17”
2. “cyberfield – თბილისის თასი 18” international cup
3. “თბილისის თასი 19”
4. “საქართველოს ეროვნული ლიგა fut 20”
5. “საქართველოს ელიგა”
6. “თბილისის თასი 20” (online fut)
7. “საქართველოს ეროვნული ლიგა” fut 21
8. “თბილისის თასი 21”

– თბილისის თასის ტურნირის შესახებ რას გვეტყოდით?

– თბილისის თასი  არის ყოველწლიური ყველაზე პოპულარული, მასშტაბური ტურნირი კიბერფეხბურთში მოყვარულთა შორის , რომელშიც ნებისმიერ მსურველს შეუძლია მონაწილეობის მიღება. ჩემპიონატი შედგება ჯგუფური ეტაპებისგან და ფლეიოფებისგან. ტურნირის ოთხივე ნახევარფინალისტს მიენიჭება პროფესიონალი მოთამაშის სტატუსი და მოიპოვებს ადგილს ეროვნულ ლიგაში.

– რას გვეტყოდით საქართველოს ეროვნული ლიგის შესახებ კიბერ ფეხბურთში?

– საქართველოს ეროვნული ლიგა არის პროფესიონალთა ლიგა ელექტრონულ ფეხბურთში. 16 საუკეთესო მოთამაშე კენჭისყრის შედეგად გადანაწილებულები არიან წითელ და თეთრ ჯგუფებში. ჯგუფში ყველა მოთამაშე ხვდება ერთმანეთს სახლში და გასვლაზე. ჯგუფში მე-7, მე-8 ადგილზე გასულები ტოვებენ ეროვნულ ლიგას. მე-5 ,მე-6 ადგილზე გასულები რჩებიან ეროვნულ ლიგაში, ხოლო პირველიდან მე-4 ადგილზე გასულები გადადიან შემდეგ ტურში , სადაც ფლეი-ოფების მეშვეობით ირკვევა ჩემპიონი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.