• იანვარი 28, 2022 11:15 pm

ჯაბა თურქია ევროპის ჩემპიონია – ახალგაზრდა ქართველმა სამბისტებმა კონტინენტის პირველობაზე 6 მედალი მოიპოვეს

კვიპროსში მიმდინარე სამბოს ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები შესანიშნავად გამოვიდა.

კონტინებტის პირველობაზე ქართველებმა 1 ოქროს, 1 ვერცხლის და 4 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

ევროპის ჩემპიონისთვის განკუთნილი ოქროს მედალი ჯაბა თურქიამ (64 კგ) დაიმსახურა.
თურქიას პატივსაცემად, დარბაზში საქართველოს ეროვნული  ჰიმნი აჟღერდა.

ევროპის ვიცეჩემპიონი ტიტული და ვერცხლის მედალი ზაურ დვალაშვილმა (88 კგ) ირგუნა.

ბრინჯაოს მედლებს
დავით ბახბახიშვილი (71 კგ.), დავით მეშველიანი (79 კგ),
გიორგი ჩაგელიშვილი (98 კგ.) და დავით ბაღდავაძე (+98 კგ) დაეუფლნენ.

ხვალ, 28 მაისს, ევროპის პირველობაზე ჯონდო მუზაშვილის გაწვრთნილი საქართველოს ეროვნული ნაკრები ჩაერთვება.

One thought on “ჯაბა თურქია ევროპის ჩემპიონია – ახალგაზრდა ქართველმა სამბისტებმა კონტინენტის პირველობაზე 6 მედალი მოიპოვეს”

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.