• იანვარი 17, 2022 4:48 am

ანა წულაია “ყველა წინააღმდეგი იყო”

Marca.ge დაუკავშირდა ქალთა საფეხბურთო კლუბ “ხობი კოლხეთის” ცენტრალურ ნახევარმცველს, ანა წულაიას.

 

რა ასაკში დაიწყეთ ფეხბურთის თამში და რა იყო თქვენი ბავშობის ოცნება? -ფეხბურთის თამაში ბავშობიდან დავიწყე ,მეც როგორც ყველა გოგო ფეხბურთელი ვთამაშობდი ბიჭებთან,.ჩემი ბავშვობის ოცნება იყო რომ ფეხბურთი მეთამაშა პროფესიულ დონეზე.

 

-იყო თუ არა ვინმე წინააღმდეგი გეთამაშათ ფეხბურთი და როგორ მოხვედით აქამდე, ამ შესაძლებლობამდე რაც ამჟამად გაქვთ? -რათქმაუნდა ყველა წინააღმდეგი იყო ,როგორც ოჯახი ისე ყველა სხვა დანარჩენი .დღეს მე რომ ფეხბურთელი ვარ ,ამაში დიდი წვლილი მიუძღვის ჩემს მწვრთნელს .

 

-როგორ შეაფასებდით საქართველოში შიდა ჩემპიონატის სიძლიერეს? –  ჩემპიონატი წინა წლებთან გაცილებით უფრო ძლიერია,რადგან თითქმის ყველა გუნდი ერთნაირად ძლიერია.მეტი კონკურენციაა.

 

რომელ პოზიციაზე თამაშობთ და რამდენად რთულია? – ცენტრალური ნახევარმცველი,ჩემი აზრით ამ პოზიციაზე თამაში ყველაზე რთულია ,რადგან როგორც გიწევს როგორც მცველების დახმარება ასევე ,შეტევის ორგანიზება.

 

დაასახელეთ სიმბოლურად ყველა დროის 3 საუკეთესო ფეხბურთელი ქალი,მამაკაცი?- მარადონა,ინიესტა,მესი.

 

როგორ ხვდება საზოგადოება იმ ფაქტს, რომ ქალი ფეხბურთელი ხართ? ახდენს თუ არა გავლენას თქვენს კარიერული წინსვლაზე? – საზოგადოება თანდათან ეგუება იმ აზრს რომ ფეხბურთი მხოლოდ კაცის სპორტი არ არის , რადგან ვითარდება ქალთა ფეხბურთი დღითიდღე.

 

როგორ დაახასიათებთ თქვენი გუნდის სამწვრთნელო შტაბს, ფეხბურთელებს? – საუკეთესოზე საუკეთესოები არიან ,როგორც სამწვრთნელო შტაბი ისე გუნდის თითოეული წევრი .. მადლობას ვუხდი თითეულ მათგანს.

 

ძალიან ბევრი გულშემატკივარი გყავთ და რას ეტყოდით მათ?-გულშემატკივრებისთვის არაფერი მაქ სათქმელი მადლობის გარდა,რადგან სულ ჩვენს გვერდით არიან და გვამხნევებენ.

17 thoughts on “ანა წულაია “ყველა წინააღმდეგი იყო””

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.