• იანვარი 18, 2022 7:32 pm

ზინედინ ზიდანი ,,რეალიდან” წავიდა

ლეგენდარულმა ზინედინ ზიდანმა მადრიდის ,,რეალი” დატოვა. ამის შესახებ ინფორმაცია კლუბის ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელდა.

ზიდანი ,,სამეფო კლუბიდან” გუნდის ხელმძღვანეობასთან ურთიერთშეთანხმების შემდეგ წავიდა.

ზინედინ ზიდანი ,,რეალს” ჯერ 2016-2018 წლებში წვრთნიდა, შემდეგ კი 2019 წელს გუნდში ისევ დაბრუნდა.

ზიდანის მთავარი მწვრთნელიბის პერიოდში ,,რეალმა”
3-ჯერ ჩემპიონთა ლიგა (2015–16, 2016–17, 2017–18) მოიგო.

2-ჯერ ევროპის სუპერთასს (2016, 2017), დაეუფლა, ხოლო
2-ჯერ კი მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის გამარჯვებული (2016, 2017) გახდა.
ზიდანმა ,,სამეფო კლუბში” 2-ჯერ ესპანეთის ჩემპიონის ტიტული დაისაკუთრა.
2-ჯერ კი ესპანეთის სუპერთასი აღმართა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.