• იანვარი 17, 2022 1:00 pm

გიორგი აბუაშვილმა “პორტუსთან” 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა

თბილისის “დინამოს” ახალგაზრდა ფეხბურთელი, გიორგი აბუაშვილი კარიერას “პორტუში” გააგრძელებს.

 

18 წლის შემტევმა ნახევარმცველმა პორტუგალიურ კლუბთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. მან სამედიცინო შემოწმება გაიარა და 47-ნომრიანი მაისური მიიღო.

 

როგორც ცნობილია, აბუაშვილი თამაშს “პორტუ B”-ში დაიწყებს, თუმცა მას პირველი გუნდის მთავარი მწვრთნელი სისტემატიურად დააკვირდება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.