• იანვარი 28, 2022 10:38 pm

ლეგენდარული ნინო სალუქვაძე ევროპის ჩემპიონატზე მე-7 ადგილზე გავიდა

ოლიმპიურნა ჩემპიონმა ნინო სალუქვაძემ ხორვატულ ოსიეკში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე პნევმატური პისტოლეტიდან სროლაში ფინალში მეორე შედეგით შევიდა -( 578 ქულა)

ფინალში კი მეშვიდეზე გავიდა ანუ ევროპის ჩემპიონატი ამ დისციპლინაში მეშვიდე ადგილზე დაასრულა.
სალუქვაძემ საკვალიფიკაციო ეტაპი საკმაოდ მაღალ დონეზე ჩაატარა – ცალკეულ სერიებში 98, 97, 95, 96, 94 და 98 ქულა დააგროვა, რაც ჯამური 578 გამოდგა. ის მხოლოდ რუსთა ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონ ვიტალინა ბაცარაშკინას ჩამორჩა – 581 ქულა, მესამეზე კი აზერბაიჯანელი ნიგარ ნასიროვა გავიდა 577-ით.
სამწუხაროდ, ფინალისტთა შორის ვერ მოხვდნენ ჩვენი სხვა მონაწილენი: ლიზი კილაძე 566 ქულით 38-ზე გავიდა, ნინო ხუციბერიძე კი 556-ით 62-ე აღმოჩნდა. სამწუხაროდ, მათ ტოკიოს ოლიმპიადაზე მოხვედრის ყოველგვარი შანსი დაკარგეს, რადგან ეს ბოლო სალიცენზიო ტურნირი იყო. სალუქვაძეს კი, მოგეხსენებათ, უკვე აქვს ლიცენზია და მისი მთავარი საზრუნავი მედლის მოპოვება იყო.
ფინალური ოქტეტის საგზური ასევე მოიპოვეს ფრანგმა ევროპის ჩემპიონმა სელინ გობერვემ – 576, სომეხმა ელმირა კარაპეტიანმა, უკრაინელთა ოლიმოიუურმა, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონმა ოლენა კოსტევიჩმა, გერმანელმა კარინა ვიმერმა (სამივეს – 575-575) ქულა) და ბელარუსთა ოლიმპიურმა პრიზიოორმა ვიქტორია ჩაიკამ – 574, თუმცა ბელარუსმა ფინალში მხოლოდ ბოლო სერიის დამსახურებით შეასწრო ასევე 574-ქულიან ავსტრიელ სილვია შტაინერს.
ფინალში ყველაზე უკეთ აქამდე უტიტულო გერმანელი ვიმერი გაისარჯა, ვინც 242.3 ქულით დაასრულა გამოსვლა და ოქროს მედალსაც დაეუფლა. მან მხოლოდ 0.3-ით აჯობა ბაცარაშკინას, ბრინჯაო კი გობერვემ მოიპოვა 218.6-ით. სალუქვაძემ ფინალში გამოსვლა 135.6 ქულით დაასრულა.
ოსიეკში დღეს ჩვენმა ვაჟებმაც ისროლეს და დაახლოებით თანაბარი შედეგებით დაამთავრეს გამოსვლა, თუმცა კაკო მოსულიშვილი 2 ქულით აჯობა თანაგუნდელებს – 568 ქულით 47-ზე გავიდა. ლევან ქადაგიძემ, ცოტნე მაჭავარიანმა და მასპინძელმა უროს კაცავენდამ 566-566 ქულით დაამთავრეს ასპარეზობა, დამატებითი მაჩვენებლებით კი ქადაგიძე 51-ე, ხოლო მაჭავარიანი 53-ე ადგილზე გავიდნენ.
საკვალიფიკაციო ეტაპის გამარჯვებულები უკრაინელთა ევროპის ჩემპიონი ოლეჰ ომელჩუკი (586), რუსი მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი არტემ ჩერნოუსოვი (584) და სლოვაკი ევროპის ბრინჯაოს პრიზიორი იურაი ტუზინსკი (583) გახდნენ. ფინალში ყველაზე კარგად ტუზინსკი გაისარჯა და 241.0 ქულით ევროპას ახალ ჩემპიონად მოევლინა. ვერცხლი 239.4-ით რუსეთს დარჩა, ოღონდ არა ტალანტად შერაცხილ ჩერნოუსოვს, არამედ – აქამდე უტიტულო ვადიმ მუხამეტიანოვს, ვინც მეორედ იასპარეზა ევროპის ჩემპიონატზე, მსოფლიოზე კი ჯერ არც გამოსულა. ბრინჯაოს გერმანელი რობინ ვალტერი დაეუფლა 219.1 ქულით.

ქალები

საკვალიფიკაციო ეტაპი

2. ნინო სალუქვაძე – 578 ქულა (98, 97, 95, 96, 94, 98)
38. ლიზი კილაძე – 566 (96 93 94 92 95 96)
62. ნინო ხუციბერიძე – 556 (90 94 95 91 95 91)

ფინალი

7. ნინო სალუქვაძე – 135.6 ქულა (46.7 49.7 19.5 19.7)

ვაჟები

საკვალიფიკაციო ეტაპი

47. კაკო მოსულიშვილი – 568 ქულა (96 95 93 95 94 95)
51. ლევან ქადაგიძე – 566 (93 93 95 97 91 97)
53. ცოტნე მაჭავარიანი – 566 (94 95 93 94 95 95)

10 thoughts on “ლეგენდარული ნინო სალუქვაძე ევროპის ჩემპიონატზე მე-7 ადგილზე გავიდა”
  1. I absolutely love your blog and find nearly all of your post’s to be exactly I’m looking for.
    Do you offer guest writers to write content in your case?
    I wouldn’t mind writing a post or elaborating on some of the subjects you write in relation to here.
    Again, awesome site!

  2. Howdy! This is kind of off topic but I need some guidance from
    an established blog. Is it difficult to set up your own blog?
    I’m not very techincal but I can figure things out pretty quick.

    I’m thinking about making my own but I’m not sure
    where to begin. Do you have any tips or suggestions?
    With thanks

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.