• იანვარი 18, 2022 6:42 pm

17 წლის კორი გაუფი პარმას ტურნირის ჩემპიონია

იტალიის ქალაქ პარმაში მიმდინარე ტურნირი 17 წლის ამერიკელ კორი გაუფის ბრწყინვალე გამარჯვებით დასრულდა.

გადამწყეტ ორთაბრძოლაში თინეიჯერმა, ამომავალმა ვარსკვლავმა ჩინელი ქიანგ ვანგი ყველა საჩოგბურთო კომპონენტში დაჩაგრა და 2-სეტში 6-1, 6-3 გაიმარჯვა.

კორი გაუფმა ფინალამდე 4 შეხვედრა მოიგო.
ახალგაზრდა ჩოგბურთელმა ერთმანეთის მიყოლებით ესტონელი კაია კანეპი, იტალიელი კამილა ჯორჯი, თანამემამულე ანერიკელი ამანდა ანისიმოვა და ჩეხი კაროლინა სინიაკოვა დაამარცხა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.