• იანვარი 25, 2022 4:52 pm

ფრისტაილში ,,break dances” მიყვარს და ეს მოძრაობები გადამაქვს ბურთზე” – ინტერვიუ ფრისტაილერ ილია ცოფურიშვილთან

 

Marca.ge დაუკავშირდა ფრისტაილერს ილია ცოფურიშვილს. მას რამდენიმე კითხვა დავუსვით და საკმაოდ საინტერესო და სრულყოფილი პასუხები მივიღეთ.

– რა ასაკიდან დაიწყეთ ფრისტაილი და რას ნიშნავს თქვენთვის იყო ფრისტაილერი?

-17 წლის ასაკიდან დავიწყე ფრისტაილი ,მაგრამ თავიდან ფეხბურთელი ვიყავი .გარკვეული მიზეზების გამო მომიწია თავის დანებება ფეხბურთვის, მაგრამ ფეხბურთი იმდენად მიყვარდა, რომ მაინც არ შევეშვი ბურთს. ერთხელ შემთხვევით ვიდეო ვნახე სეან გარნიერის ,მომეწონა რასაც აკეთებდა და შემდეგ უკვე ფართოდ მოვიძიე სოციალურ ქსელში ფრისტაილის ვიდეოები.იმდენად მომეწონა ეს სპორტი და ტრიუკები,რომ დავიწყე ვარჯიში და ვარჯიშის დაწყების თანავე დავისახე მიზანი,რომ გამვმხდარიყავი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ფრისტაილერი, ასევე არაფრით ჩამოვარდნილიყავი მსოფლიო დონის ფრისტაილერებს.ბევრს ვვარჯიშობდი და ვვარჯიშობ ასეთი შემართებით დღემდე. ცოტა სამოყვარულო დონეზე “break dances ” მიყვარს და ეს მოძრაობებიც გარდამაქვს ბურთზეც, ასე ვთქვათ ბურთით ვცეკვავ . მაქვს ჩემი განსხვავებული სტილი . მსოფლიოში ძაან იშვიათია ვინც ბურთით ცეკვავს “break dances” მოძრაობებით.

– ფრისტაილი მსოფლიოში დღითი დღე პოპულარული ხდება, თქვენი აზრით როგორ უნდა გაიზარდოს ინტერესი საქართველოში ამ სპორტის მიმართ?

– რაც შეეხება საქართველოში ინტერესის გაზრდას ფრისტაილთან დაკავშირებით, პირველ რიგში უნდა ჩატარდეს ჩემპიონატები ფრისტაილში, მაგრამ სულ რამოდენიმე ფრისტაილერი ვართ საქართველოში და ამის გამო ჯერ ვერ ჩატარდება მსგავსი ჩემპიონატი. ასევე უნდა ჩამოყალიბდეს პირველ რიგში ფრისტაილის ფედერაცია რომ ბევრი აქტივობები ჩავატაროთ.ასევე დამფინანსებლებიც საჭიროა ,რომ გარკვეული მხარში დგომა იყოს და სტიმულიც მიეცეს განვითარებისთვის ახალ თაობასაც.

– რა ტიტულები გაქვთ ფრისტაილში?

– ჩემი ტიტულები ტიტულები არ მაქ ფრისტაილის მხრივ, რადგან არანაირი ჩემპიონატი არ ჩატარებულა საქართველოში. მსოფლიო ჩემპიონატზეც არ გავსულვარ ჯერ რათქმაუნდა დაუფინასებლობის გამო,მაგრამ აუცილებლად გავალ უახლოეს მომავალში და კარგ შედეგსაც დავდებ საქართველოს სახელს ღირსეულად გავიტან საერთაშორისო ასპარეზზე. ამჟამად ჩემი მიღწევები ის არის, რომ საზღვარგარეთ დავდივარ სხვადასხვა ქვეყნებში და ფრისტაილ შოუებს ვაკეთებ და ასე გამოვიმუშავებ ჩემი საყვარელი საქმით ფულს.

– რა გეგმები გაქვთ ფრისტაილთან დაკავშირებით?

– სამომავლო გეგმები მაქ ის, რომ რათქმაუნდა ისევ ვიარო საზღვარგარეთ და ფრისტაილ შოუები გავაკეთო .ასევე მსოფლიო ჩემპიონატზეც მინდა გასვლა.

– რას ურჩევდით დამწყებ ფრისტაილერებს?

– დამწყებ ფრისტაილერებს ვურჩევ ,რომ ბოლომდე დაიხარჯონ საკუთარი თავით ძაან ბევრი ივარჯიშონ, რადგან შესაბამისი შედეგი დადონ და მტკიცედ მონდომებით მიისწრაფოდნენ საკუთარი მიზნებისკენ. ასევე შეიყვარონ თავისი საყვარელი საქმე ისე როგორც არაფერი და წარმატებას აუცილებლად მიაღწევენ.

Marca.ge დიდ მადლობას უხდის ილია ცოფურიშვილს ინტერვიუზე,რომ დაგვთანხმდა და წარმატებებს უსურვებს მას კარიერაში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.