• იანვარი 28, 2022 10:59 pm

ოძეკი ტერუნოფუჯი დამარცხდა – ნაცუ ბაშოს ბოლო დღეს იუშოსთვის 3 რიკიში იბრძოლებს

სუმოს სამშობლოში მიმდინარე ნაცუ ბაშოზე ბოლო დღის წინ სიტუაცია ძალიან დაიძაბა.

14 დღოს შემდეგ იუშოს ანუ ჩემპიონობის შანსს ერთბაშად 3 რიკიში ოძეკი ტერუნოფუჯი, ოძეკი ტაკაკეიშო და მე-8 მაეგაშირა ენდო ინარჩუნებენ.

დღევანდელ დაპირისპირებაში ენდომ ტერუნოფუჯი შიტატენაგეს კიმარიტეთი დაამარცხა და მაისის ბაშოზე 11 მოგება გაუხდა.
ტერუნოფუჯი კი 12 მოგებით ლიდერობას ინარჩუნებს.

11 მოგება აქვს ოძეკი ტაკაკეიშოს. მან გამარჯვება ოძეკი შოდაისთან ცუკიოტოშით მოიპოვა.

ბაშოს დასკვნით დღეს ერთმანეთს ოძეკები ტერუნოფუჯი და ტაკაკეიშო შეხვდებიან.
ენდო კი ოძეკი შოდაის შეერკინება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.