• იანვარი 18, 2022 7:17 pm

მამუკა ჯუღელი: ხვიჩას მიმართ იტალიიდან და ინგლისიდან საკმაოდ სერიოზული დაინტერესებაა

რუბინის ნახევარმცველის ხვიჩა კვარაცხელიას აგენტმა მამუკა ჯუღელმა, თავისი კლიენტის მომავალზე ისაუბრა.

„მთელი ცხოვრება რუსულ ფეხბურთში ვმუშაობდი და პრემიერ ლიგას ძალიან ვაფასებ. როდესაც ხვიჩამ რუსთავი დატოვა, ორი გზა გვქონდა. პორტუგალიურმა ბენფიკამ პირველ გუნდში მიგვიწვია, მაგრამ ლოკომოტივი ავირჩიეთ.

საკმაოდ შეგნებულად: მე ვიცი, რომ რუსეთის გუნდებში პოსტსაბჭოთა სივრცის მოთამაშეებს პროგრესის მიღწევა შეუძლიათ.

ვფიქრობ, ხვიჩას კარიერა იდეალურად ვითარდება. მან სახელი გაითქვა ლოკოში, რუბინში იზრდება – სლუცკის, საიმანოვისა და მთლიანად კლუბის წყალობით. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ: თუ საქართველოში კიდევ ერთი მსგავსი ნიჭის მოთამაშე გამოჩნდება და მე მასზე ვიმუშავებ, მაშინ რუბინი იქნება პირველი კლუბი, რომელსაც მას ვურჩევ.

ახლა კვარაცხელიას მიმართ დიდი ინტერესია – ინგლისიდან, იტალიიდან. რამდენიმე შეხვედრაზე უკვე ნამყოფი ვარ, სიტუაცია მალე გაირკვევა. მაგრამ ხვიჩა კლუბს ზაფხულში რუსეთის აუცილებლად დატოვების ულტიმატუმს არ წაუყენებს, ეს სწორი არ იქნება”, – განაცხადა ჯუღელმა ნობელ არუსტამიანთან საუბრისას.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.