• იანვარი 18, 2022 8:14 pm

ტოჩინოშინმა ნაცუ ბაშოზე მე-5 გამარჯვება იზეიმა

იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში.მიმდინარე ნაცუ ბაშო დასასრულს მიუახლოვდა.

დღეს, ტურნირზე ქართველმა რიკიშიმ ტოჩინოშონმა მაისის ბაშოზე მე-14 ორთაბრძოლა გამართა და მე-5 გამარჯვება იზეიმა.

ლევან გორგაძემ მე-16 მაეგაშირა ჩიომარიუ დაამარცხა.

ჩვენებურმა იაპონელი მეტოქე დოჰიოდან იორიკირით გაიყვანა.

ამ დროისთვის მე-7 მაეგაშირა ტოჩინოშინს 5 მოგების წილ, 9 მარცხი გააჩნია და მაკე-კოში ანუ უარყოფითი ბალანსი გაფორმებული აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ მომავალ ბაშოზე წოდებით დაქვეითებული გამოვა.

ქართველი ნაცუ ბაშოზე ბოლო ორთაბრძოლას ხვალ.ჩაატარებს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.