• იანვარი 21, 2022 8:46 am

,,მინდა ჩემი ბრენდი შევქმნა და ჩამოვაყალიბო ნიჭიერი ფლისტაილერების გუნდი” – ინტერვიუ ფრისტაილერ ლევან კვარაცხელიასთან

 

Marca.ge დაუკავშირდა ფრისტაილერს ლევან კვარაცხელიას. მას რამდენიმე კითხვა დავუსვით და საკმაოდ საინტერესო და სრულყოფილი პასუხები მივიღეთ.

-რა ასაკიდან დაიწყეთ ფრისტაილი და რას ნიშნავს თქვენთვის იყო პროფესიონალი ფრისტაილერი?

-რაც არ უნდა გასაკვირი იყოს ფრისტაილ ფეხბურთში პირველი ნაბიჯები 23 წლის ასაკში გადავდგი.. თუმცა მანამდე ფეხბურთს ვთამაშობდი 15 წელი, ბურთი ისე მიყვარდა ვერ შევეშვი და მოხდა ის რაც მოხდა.ეს სპორტი ჩემთვის ყველაფერია, ადრე მხოლოდ ჩემთვის ვარჯიშობდი და არ მქონდა დიდი წნეხი ასე ვთქვად. ამჟამად ყველაფერი სხვაგვარადაა. ყველა ჩართულია და გვერდში მიდგას, არა მარტო საქართველოში და ეს ძალიან დიდ სტიმულს მაძლევს.

-რამ გადაგაწყვეტინათ რომ ფრისტაილერი გამხდარიყავით?

-Soccershowdown, ჰოლანდიელი Old School ფრისტაილერები: Easy Man, Touzani, Randall Do Rosario, Achie, ასევე ფრანგი მსოფლიოს 2 გზის ჩემპიონი, Sean Garnier, ეს ის ხალხია ვის გამოც მე ეს სპორტი დავიწყე იმდენად მაგარი შთაბეჭდილება დატოვეს ჩემზე.

-რა არის თქვენი სამომავლო გეგმები ფრისტაილთან დაკავშირებით?

-გეგმებს რაც შეეხება პირველ რიგში მინდა ჩემი ბრენდი შევქმნა და ჩამოვაყალიბო ნიჭიერი ფრისტაილერების გუნდი, სადაც ყველგან ერთად ვივლით. ასევე დიდი მიზანი მაქვს მოვხვდე მსოფლიოს ჩემპიონატზე პანაში, ბოლოს და ბოლოს ქართველიც უნდა გაერიოს იქ.

-ფრისტაილი მსოფლიოში დღითი დღე პოპულარული ხდება, თქვენი აზრით როგორ უნდა გაიზარდოს ინტერესი საქართველოში ამ სპორტის მიმართ?

-დღესდღეობით ამ სპორტს მართლაც, რომ ძალიან დიდი ჰაიპი აქვს წამყვან ქვეყნებში, იქნება ეს: საფრანგეთი, ბელგია, ჰოლანდია, ბრაზილია, ესპანეთი, ინგლისი.. და უკვე გოგოებიც ძალიან ჩართულები არიან, რაც ჩვენს წისქვილზე ასხამს, რაც შეეხება საქართველოს, ამ მხრივ სამწუხაროდ აქ ჯერ ტურნირიც კი არ ჩატარებულა.. პირველ რიგში უნდა ჩატარდეს საქართველოს ჩემპიონატი ფრისტაილში და შემდგომ პანაში. ეს ძალიან დიდ მოტივაციას მიცემს მომავალ თაობას, ჩვენ ჩემპიონებს საშუალება ექნებათ მსოფლიოს ტურნირებზე მიიღონ მონაწილეობა. ესეთი სახის ღონისძიებები რათქმაუნდა წინ წაწევს ამ სფეროს.

–როგორც ვიცი ტრავმა გაწუხებს , როგორია შენი ჯანმრთელობის მდგომარეობა და სავარაუდოდ როდის დაბრუნდები?

კი და საკმაოდ სერიოზული ტრავმაა ამჯერად სამწუხაროდ.. ზუსტად 1 წლის წინ მივიღე ეს ტრავმა და ეხლა ისევ შემახსენა თავი.. მოგეხსენებათ სპორცმენებში მუხლის პრობლემები ძალიან ხშირია.. პირადად მე მარცხენამხრივი პატელოფემორალური ართროზი მაქვს და 2 კვირა გამომიწერეს დასვენება. 1 ივნისიდან დავბრუნდები ისევ, ფრისტაილში და ჩვენს ძმებსვენაცვალე ხალხთან საფეხურთო ჩელენჯებში! წინ დიდი გეგმები გვაქვს.

-და ბოლოს, რას ურჩევდით დამწყებ ფრისტაილერებს?

-დამწყებ ფრისტაილერებს ვურჩევ, პირველ რიგში შეიყვარონ რომელიმე მსოფლიოს დონის ფრისტაილერი, შემდეგ დაიწყონ ყოველდღიური დაუღალავი ვარჯიში და იფიქრონ იმაზე, რომ მომავალში ისეთები გახდებიან ან უკეთესებიც კი.

Marca.ge დიდ მადლობას უხდის ლევან კვარაცხელიას ინტერვიუზე რომ დაგვთანხმდა და წარმატებებს უსურვებს მას კარიერაში.

22 thoughts on “,,მინდა ჩემი ბრენდი შევქმნა და ჩამოვაყალიბო ნიჭიერი ფლისტაილერების გუნდი” – ინტერვიუ ფრისტაილერ ლევან კვარაცხელიასთან”
  1. Registration points will also should be dealt with as soon as that car has been rebuilt and is in nice situation for driving.
    The simplest definition for a salvage automotive is one which has been deemed a total loss as assessed by an insurance
    coverage company. For cars which have been marked as totally past
    restore as a result of freeway accidents, it’s best to look for
    two or three cars of the same model and 12
    months, as it will increase the probabilities of having the ability to rebuild a brand new automobile from the remaining components.
    Salvage vehicles vary from cars which were in a serious
    accident as well as automobiles which have been flooded because of natural calamities in the realm.

    In different words, the car has been labeled by the insurance
    coverage company as seventy percent down from its original pre-accident worth available in the market, and the automobile
    is given a salvage title.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.