• იანვარი 17, 2022 1:47 pm

ხვიჩა კვარაცხელია “ევერტონსაც” სურს

“რუბინის” ქართველი შემტევი ხვიჩა კვარაცხელია ზაფხულში კლუბს რომ დატოვებს, ეს ფეხბურთელის მამამ, ბადრი კვარაცხელიამაც დაადასტურა.
ჯერჯერობით უცნობია, სად გააგრძელებს კარიერას ხვიჩა, თუმცა, როგორც მამამისი ამბობს, ეს არ იქნება რუსული კლუბი. რუსულ მედიაში წერენ, რომ ბადრი კვარაცხელიამ ეს “ზენიტის” გასაგონად თქვა. “ზენიტს” კვარაცხელიას შეძენა დიდი ხანია სურს, თუმცა თავად ხვიჩა რუსეთში დარჩენას არ აპირებს.

რუსულ მედიაში კიდევ ერთი ინგლისური კლუბის ვინაობა გაჟღერდა. РБ-Спорт წერს, რომ “ლიდსის” შემდეგ, ახალგაზრდა შემტევით კიდევ ერთი ინგლისური კლუბი, “ევერტონი” დაინტერესდა, რომელსაც კარლო ანჩელოტი წვრთნის და უფრო მეტიც, ხვიჩასთვის ბრძოლაში ფავორიტი სწორედ ეს კლუბიაო.

20 წლის კვარაცხელია “რუბინის” ღირებას 2019 წლის ივლისიდან იცავს. მას კლუბთან მოქმედი კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. რუსულ კლუბს მის სანავლოდ მინიმუმ 20 მილიონი ევროს მიღება სურს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.