• იანვარი 18, 2022 8:30 pm

საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ვაკო ყაზაიშვილი გამოაკლდა

სამხრეთ კორეაში  კოვიდ პანდემიისგან გამოწვეული გადაადგილების შეზღუდვის გამო, ეროვნულ ნაკრებს ამხანაგურ შეხვედრებში „ულსან ჰიუნდაის“ ქართველი ლეგიონერი ვაკო ყაზაიშვილი ვერ დაეხმარება.

ამის შესახებ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება და წერენ, რომ ვილი სანიოლიმ მის ნაცვლად ნაკრებში გიორგი ბერიძეს უხმო.

ამ ეტაპზე საქართველოს ნაკრებში 26 ფეხბურთელია გამოძახებული. 31 მაისის ჩათვლით საწვრთნელი შეკრება ს.კ. ზესტაფონის თბილისის ზღვის ბაზაზეა დაგეგმილი.

2 ივნისს საქართველოს ნაკრები სტუმრად რუმინეთთან ითამაშებს, ხოლო 6 ივნისს ნიდერლანდების წინააღმდეგ.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.