• იანვარი 27, 2022 1:40 pm

,,პსჟ”-მ საფრანგეთის თასი მოიპოვა

,,პსჟ” საფრანგეთის თასის მფლობელი გახდა.

პარიზის, ,,სენ დენის” სტადიონზე გამართულ ფინალურ დაპირისპირებაში
,,პსჟ”-მ ,,მონაკოს” 2:0 სძლია.

პარიზელებმა პირველი გოლი მე-19 წუთზე გაიტანეს. კილიან მბაპეს პასით მონაკოელების კარი არგენტინელმა მაურო იკარდიმ დალაშქრა.

81-ე წუთზე კილიან მბაპემ ანგარიში ორამდე გაზარდა. ფრანგ ფორვარდს გოკის გატანაში არგენტინელი ანხელ დი მარია დაეხმარა.

,,პსჟ” ამ გამარჯვებით შემდეგ ისტორიაში საფრანგეთის თასის 14-გზის მფლობელია.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.