• იანვარი 21, 2022 11:10 am

ნაცუ ბაშოს დაუმარცხებელი რიკიში აღარ ჰყავს – ოძეკი ტერუნოფუჯიმ უცნაურ სიტუაციაში წააგო

იაპონიის დედაქალაქ ტოკიოს ,,რიოგოკუ კოკუგიკანის” სასახლეში მიმდინარე ნაცუ ბაშპზე ოძეკი ტერუნოფუჯიმ პირველი შეხვედრა წააგო.

სუპერტუნირის მე-11 დღეს დაუმარცხებელმა ტერუნოფუჯიმ ორთაბრძოლა უცნაურ სიტუაციაში დათმო.

საქმე იმაშია, რომ ტერუნოფუჯიმ მეტოქე მე-4 მაეგაშირა მიოგირიუ დოჰიოზე გააგორა, თუმცა ბრძოლის შიმპანებმა ანუ მსაჯებმა გამარჯვება წაქცეულ რიკიშის მიანიჭეს.

შიმპანების ასეთი ქმედება იმითი იყო გამოწვეული, რომ ბრძოლისას მონღოლმა სუმიტორმა მეტოქეს ხელი თმაში მოკიდა,  რაც სუმოს წესებით აკრძალულია.

ასეა თუ ისეა ტერუნოფუჯიმ მიმდინარე ბაშოზე ძენშო იუშო ანუ წაუგებლად ჩემპიონობის მოპოვება ვერ მოახერხა.
მას ამჟამად, 10 მოგების წილ, 1 მარცხი აქვს.

მაისის ბაშოზე 9-2 ბალანსი აქვს ოძეკი ტაკაკეიშოს. მან დღევამდელ ორთაბრძოლაში სეკივაკე ტაკაიასუს
ოკურიდაშით სძლია.

სუკუინაგეს კიმარიტეთი დაამარცხა სეკივაკე ტაკანოშო ოძეკი ასანოიამამ.

ოძეკუ შოდაიმ კი მე-5 მაეგაშირა ონოშოსთან ოშიდაშით მოიგო.

ამ დროისთვის რიკიშების სატურნირო მდგომარეობა ასეთია:
10:1 – ოძეკი ტერუნოფუჯი
9:2 ოძეკი ტაკაკეიშო, #8 ენდო.
8:3 – #12 ოკინოუმი, #6 იჩინოჯო,

ოძეკების ხვალიდელი ბრძოლების განრიგი:
ოძეკი შოდაი : სეკივაკე ტაკანოშო
#6 იჩინოჯო : ოძეკი ტაკაკეიშო
ოძელი ასანოიამა : სეკივაკე ტაკანოშო
#5 ონოშო : ოძეკი ტერუნოფიჯი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.