• იანვარი 25, 2022 4:28 pm

რამაზ თურმანიძემ ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

ჩრდილოეთ მაკედონიის დედაქალ სკოპიეში მიმდინარე თავისუფალი ჭიდაობის 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე 57 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე რამაზ თურმანიძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

თურმანიძემ ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში უკრაინელ კამილ  კერიმოვს 5-3 მოუგო.

ბრინჯაოს მედლის მოპოვების შანსი

გიორგი ელბაქიძეს  (70 კგ) და გოგა მამიაურსაც (79 კგ)  ჰქონდათ, თუმცა მათ გადამწყვეტი ბრძოლები ვერ მოიგეს და კონტინენტის პირველობა უმედლოდ დაასრულეს.

დღეს, ქართველებს 1 ოქროს და 2 ბრინჯაოს მედლის აღების შანსი აქვთ.

კონტინენტის პირველობის 61 კილოგრამ წონით კატეგორიის ფინალში თეიმურაზ ვანიშვილი სომეხ რაზმიკ პაპონიანს დაუპირისპირდება.

ბრინჯაოს მედლის მოპოვებას კი  ვლადიმერ გამყრელიძე (74 კგ) და მირიან მაისურაძე  (92 კგ) შეეცდებიან.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.