• იანვარი 18, 2022 6:34 pm

ტოჩინოშინმა ნაცუ ბაშოზე მე-3 გამარჯვება იზეიმა

იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში მიმდინარე ნაცუ ბაშოზე ქართველმა რიკიშიმ ტოჩინოშინმა წაგებების სერია შეწყვიტა.

ლევან გორგაძემ სუპერტურნირზე მე-3 გამარჯვება მე-13 მაეგაშირა იაპონელ დაიამამისთან მოიპოვა.

ჩვენებურმა ამომავალი მზის ქვეყნის შვილი დოჰიოზე ცუკიოტოშით გააგორა.

ამ დროისთვის ქართველ სუმიტორს 3 მოგების წილ, 7 მარცხი გააჩნია და სამწუხაროდ, მაკე-კოშის ანუ უარყოფით ბალანსთან ახლოსაა.

ხვალ, ტოჩინოშინი მე-4 მაეგაშირა კირიბაიამას დაუპირისპირდება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.