• იანვარი 21, 2022 8:39 am

ნაცუ ბაშოზე ოძეკი ტერუნოფუჯიმ არც სეკივაკე ტაკაიასუ დაინდო

იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში მიმდინარე ნაცუ ბაშოზე მიჯრით მე-9 გამარჯვება ოძეკი ტერუნოფუჯიმ იზეიმა.

მონღოლმა სუმიტორმა სეკივაკე ტაკაიასუს სძლია.
ტერუნოფუჯიმ იაპონელი მეტოქე ჰატაკიკომით დაამარცხა.

გამარჯვება მოახრეხა ოძეკი ასანოიამამ. მან მე-5 მაეგაშირა ონოშოს კოტენაგეთი მოუგო.

ოძეკები შოდაიმ და ტაკაჯეიშომ ორთაბრძოლები წააგეს.

შოდაი მარცხი მე-5 მაეგაშირა ჰოშორიუსთან სოტოგაკეთი განიცადა.
ტაკაჯეიშომ კი ორთაბრძოლა კომუსუბი დაიეიშოსთან ოშიდაშით დათმო.

ნაცუ ბაშოს ლიდერთა ცხრილი:
9-0 ოძეკი ტერუნოფუჯი
7-2 ოძეკი ტაკაკეიშო, კომუსუბი მიტაკეუმი, მე-6 მაეგაშირა იჩინოჯო, მე-8 მაეგაშირა ენდო, მე-14 ჩიოტაირიუ

ოძეკების ხვალინდელი ბრძოლების განრიგი:
ოძეკი ასანოიამა : კომუსუბი მიტაკეუმი
#4 კირიბაიამა : ოძეკი ტერუნოფუჯი
ოძეკი შოდაი : სეკივაკე ტაკაიასუ
#5 ონოშო : ოძეკი ტაკაკეიშო

28 thoughts on “ნაცუ ბაშოზე ოძეკი ტერუნოფუჯიმ არც სეკივაკე ტაკაიასუ დაინდო”

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.