• იანვარი 17, 2022 12:20 pm

ლანჩხუთმა გორში მნიშვნელოვანი 3 ქულა აიღო

16 მაისს გაიმართა ქალთა ლიგის მე_5 ტურის შეხვედრა.

გორის “პარკი არენაზე” ერთმანეთს “გორის იუნაიტეტი” და “ლანჩხუთი” დაუპირისპირდა.

მატჩის საწყისი წუთები სტუმრების უპირატესობით წარიმართა.შეხვედრის 30_ე წუთზე თეონა თოდაძემ “ლანჩხუთელები” დააწინაურა.

მიღებული გოლის შემდეგ “გორის იუნაიტედის” დაცვა აირია რითაც  ხატია ჭყონიამ 38_ე წუთზე ისარგებლა და “ლანჩხუთელთა” სხვაობა 2 ბურთამდე გაზარდა.

შეხვედრის პირველი ნახევარი “გორის იუნაიტედი” “ლანჩხუთი” დასრულდა ანგარიშით (0:2).

შეხვედრის 71_ე წუთზე “ლანჩხუთელთა” კარში გოლი გაიტანა ელენე ენჯიბაძემ და  სხვაობა ერთ ბურთამდე შეამცირა (1:2).

მატჩის მიწურულს 90_ე წუთზე “გორის იუნაიტეტის” კარში დაინიშნა თერთმეტმეტრიანი რომელიც ზუსტად თეონა თოდაძემ შეასრულა და მატჩის საბოლოო ანგარიში (1:3) დააპიქსირა.

ამ გამარჯვებით “ლანჩხუთმა” 15 ქულა მოაგროვა და სატურნირო ცხრილის ერთპიროვნული ლიდერი გახდა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.