• იანვარი 18, 2022 7:38 pm

ოძეკი ტერუნოფუჯი ნაკაბის შემდეგაც დაუმარცხებელია

რამდენინე წუთის წინ სუმოს სამშობლოს დედაქალაქ ტოკიოში მიმდინარე ნაცუ ბაშოზე ნაკაბის ბრძოლები დასრულდა.

ტოკიოს, ,,რიოგოკუ კოკუგიკანის” სასახლეში წარმატების ასპარეზობას ოძეკი ტერუნოფუჯი აგრძელებს.
მონღოლმა რიკიშიმ მიჯრით მე-8 გამარჯვება იზეიმა და სუპერტურნირზე ერთადერთი დაუმარცხებელი სუმიტორია.

ტერუნოფუჯიმ ამჯერად, კომუსუბი დაეიეშო დაამარცხა და წინა ბაშოზე მარცხისთვის რევანში აუღო.

ტერუნოფუჯიმ დაეიეშოს ოშიდაშით სძლია.

მე-4 მაეგაშირა მიოგირიუსთან მე-7 განარჯვება იზეიმა ოძეკი ტაკაკეიშიმ. მან მეტოქეს ოშიდაშით მოუგო.

კომუსუბი მიტაკეუმიმ ოშიდაშით ოძეკი შოდაი დაამარცხა.
ოძეკი ასანოიამა კი უჩიკაგეს კიმარიტეთი მე-5 მაეგაშირა ჰოშორიუსთან წააგო.

ოძეკების ბრძოლების ხვალინდელი განრიგო ასეთია:
ოძეკი ასანოიამა : #5 ონოშო
კომუსუბი დაიეიშო : ოძელი ტაკაკეიშო
ოძეკი შოდაი : #5 ჰოშორიუ
სეკივაკე ტაკაიასი : ოძეკი ტერუნოფუჯი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.