მარტი 29, 2024

სერია A-ს 37-ე ტურიდ ცენტრალურ შეხვედრაში ერთმანეთს ,,იუვენტუსი” და ,,ინტერი” დაუპირისპირდნენ.

ტურინის,. ,,ალიანს სტედიუმზე” გამართული მატჩი დაძაბული და უხვგოლიანი გამოდგა.

,,ბებერმა ქალბატონმა” ანტონიო კონტეს გუნდს 3:2 სძლია.

შეხვედრაში დუბლი ტურინელთა კოლუმბიელმა ფეხბურთელმა ხუან კუადრადომ შეასრულა.
გოლი გატანა შეძლო კრისტიანუ რონალდუმაც.
პორტუგალიელ სუპერვარსკვლავს სერია A-ს მიმდინსრე გათამაშებაში 29 გოლი დაუგროვდა ფაქტობრივად, ბომბარდირი გახდა.
ბიმბარდირთა დავაში მე-2 ადგილზე 23 გოლით ,,ინტერის” ბელგიელი ფორვარდი რომელუ ლუკაკუ იმყოფება.

წელს, ,,ინტერი” იტალიის ჩემპიონი დიდი ხნით ადრე გახდა.
აი, ,,იუვენტუსი” კი ჩემპიონთა ლიგაზე გასასვლელად იბრძვის.
ამჟამად, ანდრეა პირლოს გუნდს 75 ქულა აქვს და მე-4 ადგილზე იმყოფება.

,,იუვენტუსი” 3:2 ,,ინტერი”
24′ რონალდუ (1-0), 35′ ლუკაკუ პენ. (1-1), 45+3′ კუადრადო (2-1), 83′ კიელინი ა.გ. (2-2), 88′ კუადრადო პენ. (3-2)
გამოუყენებელი პენალტი: 24′ რონალდუ (,,იუვენტუსი”)
გაძევება: 55′ ბენტანკური (,,იუვენტუსი”), 90′ ბროზოვიჩი (,,ინტერი”)

,,რომა’ 2:0 ,,ლაციო”
42′ მხითარიანი (1-0), 78′ პედრო (2-0)

,,ჯენოა” 3:4 ,,ატალანტა”
9′ ზაპატავ(0-1), 26′ მალინოვსკი (0-2), 44′ გოსენსი (0-3), 48′ შომურიდოვი (1-3), 51′ პასალიჩი (1-4), 67′ პანდები პენ. (2-4), 84′ შომურიდოვი (3-4)

,,სპეცია” 4:1 ,,ტორონო”
19′ საპონარა (1-0), 41′ ნძოლა პენ. (2-0), 51′ ბალოტი პენ. (2-1), 74′ ნძოლა (3-1), 84′ ერლიჩი (4-1)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *