• იანვარი 28, 2022 9:40 pm

ორი მოგება ერთ დღეში – ნოვაკ ჯოკოვიჩი რომის მასტერსის ფინალშია

რომის მასტერსის ფინალში მსოფლიოს ჩოგბურთის ორი კაშკაშა სუპერვარსკვლავი მსოფლიოს საუკეთესო ჩოგბურთელი  ნოვაკ ჯოკოვიჩი და ATP-ს რეიტინგის მე-2 ჩოგანი რაფაელ ნადალი გავიდნენ.

ჯოკოვიჩმა ერთ დღეში ორი შეხვედრა მოიგო. 1/4 ფინალური დაპირისპირება გუშინწინ დაიწყო და უამინდობის გამო შეწყდა.
გუშინ,  ჯოკოვიჩმა ჯერ ის ორთაბრძოლა მოიგო, შემდეგ, კი
სერბმა 1/2 ფინალურ ეტაპზე იტალიელი ლორენცო სანეგო დაამარცხა.

ბალკანელმა აპენინელ მეტოქეს 3-სეტში 6-3, 6-7, 6-4 სძლია.

რაფაელ ნადალისა და ნივაკ ჯოკოვიჩის ფინალური ორთაბრძოლა დღეს, 16 მაისს, შედგება.
შეხვედრა თბილისის დროით 19:00 საათზეა დანიშნული.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.