• იანვარი 27, 2022 2:41 pm

გიორგი ქვილითაიას გადამწყვეტი გოლით თემურ ქეცბაიას ,,ანორთოსისმა” კვიპროსის თასი მოიპოვა

თემურ ქეცბაიას ხელმძღვანელობით რამდენიმე წუთის წინ ფამაგუსტას,,ანორთოსისმა” კვიპროსის თასი მოიპოვა.

ქართველებით დაკომპლექტებულმა კლუბმა ფინალში ნიქოზიას
,,ოლიმპიაკოსი” ოვერტაიმში დაამარცხა.

მატჩის ძირითადი დრო ფრედ 1:1 დასრულდა.
ქეცბაიას შეგირდებმა გადამწყვეტი გოლი დამატებით დროში გაიტანეს. ,,ანორთოსისს” გამარჯვება საქართველოს ნაკრების ფორვარდმა გიორგი ქვილითაიან 110-ე წუთზე მოუტანა.

გიორგი ქვილითაიამ ფინალური მატჩი სრულად ჩაატარა.
მის გარდა ფაგუსტელთა რიგებში სასტარტო შემადგენლობაში გიორგი ლორია, მურთაზ დაუშვილი და თორნიკე ოქრიაშვილი იყო.
ლორიამ და დაუშვილმა თავიდან ბოლომდე ითამაშეს.
დაუშვილი კი ქეცბაიამ პირველი ტაიმის შემდეგ შეცვალა.

,,ანირთოსისმა” კვიპროსის თასი ისტორიაში მეთერთმეტედ აღმართა. მათ ეს ტიტული 13-წლიანი პაუზის შემდეგ დაისაკუთრეს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.