• იანვარი 28, 2022 10:15 pm

რაფაელ ნადალი რომის მასტერსის ფინალშია

რამდენიმე წუთის წინ ესპანელი ჩოგბურთელი რაფაელ ნადალი რომის მასტერსის ფინალში გავიდა.

ყველა დროის ერთ-ერთმა საუკეთესო ჩოგბურთელმა 1/2 ფინალში ამ ტურნირის აღმოჩენა ამერიკელ რეილი ოპელკა დაამარცხა.

ნადალმა იანკ მეტოქეს 2-სეტში 6-4, 6-4 სძლია.

რაფაელ ნადალი მასტერსზე გადამწყვეტ შეხვედრას მსოფლიოს საუკეთესო ჩოგბურთელ სერბ ნოვაკ ჯოკოვიჩისა და იტალიელ ლორენცო სონეგოს შორის გამარჯვებულთან ჩაატარებს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.