• იანვარი 21, 2022 11:56 am

ნაცუ ბაშოს ერთადერთი დაუმარცხებელი რიკიში ოძეკი ტერუნოფუჯი შემორჩა

სუმოს სამშობლოს დედაქალაქ ტოკიოში მიმდინარე ნაცუ ბაშოს ერთადერთი დაუმარცხებელი რიკიში ოძეკი ტერუნოფუჯი შემორჩა.

,,რიოგოკუ კოკუგიკანის” სასახლეში ტერუნოფუჯიმ მე-6 გამარჯვება იზეიმა.

მონღოლმა სუმიტორმა ამჯერად, მე-5 მაეგაშირა ჰოშორიუ დოჰიოდან იორიკირით გადადგა.

ოძეკი ტაკაკეიშომ რიგით მე-5 ბრძოლა მოიგო.
მან ცუკიდაშის კიმარიტეთი მე-2 მაეგაშირა ტობიძარუ დაამარცხა.

დღეს, ოძეკები შოდაი და ასანოიამა დამარცხდნენ.

შოდაიმ მე-4 მაეგაშირა მიოგირიუსთან ვერაფერი გააწყო და ოშიდაშით წააგო.
ასანოიამამ კი ბრძოლა მე-4 მაეგაშირა კირიბაიამასთან უვატენაგეთი დათმო.

ოძეკების ხვალინდელი ბრძოლების განრიგი ასეთია:
#5 ჰოშორიუ : ოძეკი ტაკაჯეიშო
ოძეკი ასანოიანა : #4 მიოგირიუ
სეკივაკე ტაკანოშო : ოძეკი ტერუნოფუჯი
ოძეკი შოდაი : #4 კირიბაიამა

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.