• იანვარი 25, 2022 4:23 pm

მტერ-მეტოქეების მატჩში ,,ლივერპულმა” ,,მანჩესტერ იუნაიტედს” სძლია

პრემიერლიგის 34-ე ტურის შეხვედრაში ერთმანეთს მტერ-მეტოქეები, ,,მანჩესტერ იუნაიტედი” და ,,ლივერპული” დაუპირისპირდნენ.

მანჩესტერის, ,,ოლდ ტრაფორდის” სტადიონზე გამართული მატჩი უხვგოლიანი და დრამატული გამოდგა.

იურგენ კლოპის ბიჭებმა უკეთესად ითამაშეს და მასპინძლები 4:2 დაამარცხეს.

მატჩის გმირი ,,ლივერპულის” ბრაზილიელი ფეხბურთელი რობერტო ფირმინო გახდა.
სამხრეთ ამერიკელმა შემტევმა დუბლი გაიფორმა.

ამ გამარჯვებით
,,ლივერპულმა” 60 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში მე-5 ადგილზეა.
,,მანჩესტერ იუნაიტედი” კი 70 ქულით მე-2 პოზიციას იკავებს.

,,მანჩესტერ იუნაიტედი” 2:4 ,,ლივერპული”
10′ ბრუნო ფერნანდესი (1-0), 34′ ჟოტა (1-1), 45+3′ 47′ ფირმინო (1-2, 1-3), 68′ რაშფორდი (2-3), 90′ სალაჰი (2-4)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.