• იანვარი 27, 2022 1:56 pm

,,რეალმა” ,,გრანადა” გაანადგურა

ესპანეთის პრიმერა დივიზიონის 36-ე ტურის შეხვედრაში მადრიდის ,,რეალმა” სტუმრად, ,,გრანადა’ გაანადგურა და ჩემპიონობისთვის ბრძოლას აგრძელებს.

,,სამეფო კლუბმა”’ მეტოქეს 4:1 სძლია.

მადრიდელებმა ანგარიში მე-17 წუთზე გახსნეს.
ხორვატმა ლუკა მოდრიჩმა მიგელ გუტიერესის პასით გაიტანა.

ტაიმის მიწურულს ,,სამეფო კლუბმა” სხვაობა ორამდე გაზარდა. თავი ბრაზილიელმა როდრიდომ გამოიჩინა.

70-ე წუთზე მასპინძლებმა სხვაობა მინიმუმადე შეამცირეს. გოლი ,,გრანადას” 39 წლისვ ვეტერანმა ფეხბურთელმა ხორხე მოლინამ გაიტანა.

75-ე წუთზე ,,რეალმა” სტატუსკვო აღადგინა.
ბელგიელ ედენ აზარის პასით ალვარო ოდეიოსოლამ იხეირა

მალევე ქარიმ ბენზემას გოლით ,,სამეფო კლუბმა” ანგარიში 4:1 გახადა. გოლის ეპიზოდში ,,გრანადას” მეკარემ პორტუგალიელმა რუო სილვამ უხეიროდ ითამაშა

დარჩენილ დროში მეტი გოლი აღარ გასულა.
,,რეალმა” 4:1 მოიგო და 78 ქულით ლა ლიგის სატურნირო ცხრილში მე-2 ადგილზე გადავიდა.
,,სამეფო კლუბი” ლიდერ ,,ატლეტიკოს” 2 ქულით ჩამორჩება.
მტერ-მეტოქე
,,ბარსელონას” კი 2 ქულით უსწრებს.

ლა ლიგის დასრულებამდე 2 ტურია დარჩენილი.

,,გრანადა” 1:4 ,,რეალი”
17′ მოდრიჩი (0-1), 45′ როდრიგო (0-2), 70′ მოლინა (1-2), 75′ ოდრიოსოლა (1-3), 76′ ბენზემა (1-4)

,,გრანადა”: სილვა, ფულკე, დუარტე, სანჩესი (81′ პერესი), ქუინი, ბრის ეტეკი, (67′ კუინა) გონალონსი, ფუერტასი (67′ მარინი), მედე (52′ სორო), მაჩისი (52′ სუარეს-ხარისი), მოლინა
მთავარი მწვრთნელი: დიეგო მარტინესი

,,რეალი”: კურტუა, ვალვერდე (62′ ისკო), მილიტაო, ნაჩო, გუტიერესი, მოდრიჩი, კაზემირო, მარვინი (46′ ოდრიოსოლა), როდრიგო, (62′ ასენსიო) ვინისიუს ჟუნიორი (62′ აზარი) ბენზემა (77′ მარიანო დიასი)
მთავარი მწვრთნელი: ზინედინ ზიდანი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.