• იანვარი 18, 2022 6:56 pm

ნოვაკ ჯოკოვიჩი და რაფაელ ნადალი რომის მასტერსის 1/4 ფინალში გავიდნენ

რომის მასტერსის 1/4 ფინალში მსოფლიოს საუკეთესო ჩოგბურთელი სერბი ნოვაკ.ჯოკოვიჩი და ATP-ს რეიტინგის მე-2 ჩოგანი ესპანელი რაფაელ ნადალი გავიდნენ.

ჯოკოვიჩმა 1/4 ფინალურ დაპირისპირებაში ესპანელი ალეხანდრო დავიდოვიჩ ფოკინა იოლად, 2-სეტში 6-2, 6-1 დაამარცხა.
სერბის მომდევნო მოწინააღმდეგე ბერძენი სტეფანოს ციციპასი იქნება.

ნადალმა გამარჯვება კანადელ დენის შაპოვალოვთან მოიპოვა.
აპენინელმა მეტოქეს 3-6, 6-4, 7-6 სძლია.

რაფაელ ნადალი 1/4 ფინალში გერმანელ ალექსანდრ ზვერევისა და იაპონელ კეი ნიშიკორის შოროს გამარჯვებულს შეხვდება.

რომის მასტერზე 1/4 ფინალური შეხვედრები 14 მაისს, გაიმართება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.