• იანვარი 21, 2022 10:44 am

ტოჩინოშინი ონოშომაც დაგვიმარცხა

სუმოს სამშობლოს დედაქალაქ ტოკიოში მიმდინარე სუპერტურ ნაცუ ბაშოზე ქართველი რიკიში ტოჩინოშინი წარუმატებელ გამოსვლას აგრძელებს.

ლევან გორგაძემ მიჯრით მე-3 მარცხი განიცადა და მაისის ბაშოზე 1 მოგების წილ,  4 მარცხი გააჩნია.
კაჩი-კოშის ანუ დადებითი ბალანსის მოსაპოვებლად, კი ქართველს დარჩენილი 10 ბრძოლიდან კიდევ 7 მოგება სჭირდება.

ტურნირის მე-5 დღეს მე-7 მაეგაშირას წოდების მქონე ტოჩინოშინი მე-5 მაეგაშირა იაპონელ ონოშოსთან დამარცხდა.

ამომავალი მზის ქვეყნის შვილმა ჩვენებურს ჰიკიოტოშის კიმარიტეთი სძლია.

ხვალ, ლევან გორგაძე მე-9 მაეგაშირა კაგაიაკის დაუპირისპირდება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.