• იანვარი 21, 2022 12:07 pm

ბუფონი შეიძლება „ბარსელონაში“ გადავიდეს

FootMercato-ს ინფორმაციით, კატალონურ კლუბში 43 წლის ბუფონს განიხილავენ მარკ-ანდრე ტერ შტეგენის დუბლიორად. ბარსელონელებს უკვე ჰქონდათ კონტაქტი ლეგენდარულ მეკარესთან.

 

პარალელურად, ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა, ფაბრიციო რომანომ თავის „ტვიტერში“ დაწერა, რომ ბუფონი საკუთარ მომავალზე გადაწყვეტილებას სხვადასხვა კლუბისგან მიღებული წინადადებების განხილვის შემდეგ მიიღებს.

 

ლეგენდარული მეკარე „იუვენტუსში“ 2001-18 წლებში თამაშობდა, რის შემდეგაც „პარი სენ-ჟერმენში“ გადავიდა. 2019 წელს, ბუფონი ტურინულ კლებში დაბრუნდა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.