• იანვარი 25, 2022 4:53 pm

სიმონა ჰალეპი კორტზე დაშავდა და რომის მასტერსს გამოეთიშა

იტალიის დედაქალაქ რომში მიმდინარე საჩოგბურთო ტურნირს მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი სიმონა ჰალეპი გამოეთიშა.

ჰალეპმა გერმანელ ანჟელიკ კერბერთან დაპირისპირებაში ტრავმა იმ დროს მიიღო, როდესაც პირველი სეტი 6-1ჰქონდა მოგებული, მეორე სეტში ანგარიში საყაიმო 3-3 გახლდათ.

ასე გაუმართლა ანჟელიკ კერბერს და რომის მასტერსის 1/8 ფინალში გავიდა.
იქ კი მისი მეტოქე ლატვიელი ელენა ოსტაპენკო იქნება.

ბასტიისპირელმა ჩოგბურთელმა 1/16 ფინალში ავსტრალიელი აოლა ტომლიანოვიჩი 2-სეტში 6-2, 7-6 დაამარცხა.

კერბერისა და ოსტაპენკოს დაპირისპირება 13 მაისს შედგება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.