• იანვარი 18, 2022 8:17 pm

თბილისურ დერბიში ,,დინამომ” ,,საბურთალო” გაანაადგურა

საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატ ,,კრისტალბეთ ეროვნულ ლიგის” მე-14 ტურში თბილისური დერბი შედგა.

,,მიხეილ მესხის” სტადიონზე ერთმანეთს ,,საბურთალო” და ,,დინამო” დაუპირისპირდნენ.

საქართველოს ყველაზე ტიტულოვანმა კლუბმა შეხვედრა მაღალ დონეზე ჩაატარა და ,,საბურთალო” 4:0 გაანადგურა.

გიორგი ნემსაძის ბიჭებმა სერბ ზორან მარუსიჩის დუბლითა და თორნიკე ახვლედიანის გოლებით ტაიმი 3-0 მოიგეს.
მატჩის ბოლოს თავი გიორგი გაბედავამ გამიიჩინა.

თბილისის ,,დინამოს” კონკურენტმა ბათუმის ,,დინამომ” სტუმრად,
,,სამტრედიასთან” 2:0 მოიგო.

ამ დროისთვის ეროვნულ ლიგას 2 ლიდერი თბილისისა და ბათუმის ,,დინამოები” ჰყავს.
მათ 28-28 ქულა გააჩნიათ და I-II ადგილებს იყოფენ.
გორის ,,დილა” 22 ქულით მე-3 ადგილზე გახლავთ.

,,საბურთალო”
(თბილისი) 0:4 ,,დინამო” (თბილოსი)
12′ მარუსიჩი (0-1), ‘ 18’ახვლედიანი (0-2), 45′ მარუსიჩი პენ. (0-3), 90+1′ გაბედავა (0-4)

,,სამტრედია” 0:2 ,,დინამო” (ბათუმი)
34′ შინდაგორიძე (0-1), 45+3′ ფანცულაია (0-2)
გაძევება: 28′ ნადირაძე (,,სამტრედია”)

,,შუქურა” (ქობულეთი) 0:1 ,,ლოკომოტოვი” (თბილისი)
90’ იმრანი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.