• იანვარი 21, 2022 12:15 pm

ბაღდათის სტადიონი დაასუფთავეს და საძოვრად ქცეულ სტადიონზე დღეს მმატჩი გაიმართა

marca.ge- ს დღეს ბაღდათელი გულშემატკივარი დაუკავშირდა.
,,თვეებია ბაღდათის სტადიონზე არ ჩატარებული მმატჩი, დღეს კი თამაში გაიმართა.
სტადიონი დაუსუფთავებიათ, ვერ ვიცანი იქაურობა.
მცირედი თანხა რომ მაინც მისცენ ფეხბურთელებს. დიდების გუნდიც გვეყოლება.
ყველას ოჯახები ჰყავს და ისე ვერ თამაშობენ იქნებ მიექცეს ყურადღება.”
სპორტული მედია marca.ge მიესალმება დადებით შედეგებს და გამოხმაურებას. ჩვენმა მკითხველმა კარგად  იცის რომ ბაღდათის სტადიონი თხების და ძროხების საბალახოდ იყო ქცეული!!!
იმედია, ბაღდათის ადგილობრივი ხელისუფლება და საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია მეტ ყურადღებას გამოიჩენს ბაღდათის და ბაღდათელების მიმართ და მათ მოთხოვნებსაც დააკმაყოფილებს.
ჩვენ კი აქტიურად მივადევნებთ თვალს ბაღდათში მიმდინარე მოვლენებს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.