• იანვარი 21, 2022 11:51 am

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა ყაზახეთში 10 მედალი მოიპოვა

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა ყაზახეთის დედაქალაქ ნურ სულთანში, ოლიმპიურ და მსოფლიოს ჩემპიონ ჟაკსილიკ უშკემპიროვის სახელობის ტრადიციულ საერთაშორისო ტურნირზე 10 მედალი მოიპოვა და საერთო გუნდურ ჩათვლაში მეორე ადგილი დაიკავა.

დიეგო ჩხიკვაძე (63 კგ), გიორგი ჩხიკვაძე (72 კგ) და ბექა მელელაშვილი (87 კგ) ტურნირის ჩემპიონები გახდნენ და ოქროს მედლებიც დაინსახურეს.

დიმიტრი ხაჩიძე (55 კგ) და იაგო გობაძე (82 კგ) ვერცხლის მედლებს დაეუფლნენ, ხოლო გიორგი თოხაძე (55 კგ), ფრიდონ აბულაძე (60 კგ), ლუკა ოჩიგავა (67 კგ), ხვიჩა ანანიძე (72 კგ) და დათა ჩხაიძე (77 კგ) – ბრინჯაოს მედლები ირგუნეს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.