• იანვარი 27, 2022 2:14 pm

თვის საუკეთესო ფეხბურთელი – ვაკო ყაზაიშვილი ქომაგების რჩეულია

ვაკო ყაზაიშვილის “ულსან ჰიუნდაი” სამხრეთ კორეის საფეხბურთო ლიგაში 25 ქულით მე-2 ადგილზეა და პირველადგილოსან ჯეონბუკ მოტორსს 4 ქულით ჩამორჩება, თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ყაზაიშვილის გუნდს მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.

ვაკო “ულსანს” კარგად მოერგო და ქომაგების გადაწყვეტილებით ის აპრილის თვის საუკეთესო მოთამაშეც გახდა. ქართველმა შემტევმა აპრილში 7 მატჩი ჩაატარა – ვაკომ მეტოქეთა კარში 2 გოლი გაიტანა, ხოლო ორჯერ საგოლე გადაცემითაც გამოირჩა.

“ულსანს” მომდევნო მატჩი განგვონის წინააღმდეგ ელის. კლუბი 26 მაისს სამხრეთ კორეის თასზე ასპარეზობასაც დაიწყებს, რის შემდეგაც აზიის ჩემპიონთა ლიგის დროც დადგება, სადაც ყაზაიშვილის გუნდი, რომელიც ტურნირის მოქმედი ჩემპიონია, ვიეტნამურ და ტაილანდურ გუნდებს დაუპირისპირდება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.